პირველი კატეგორიის ქარიშხალი „ნიკოლასი“ შესუსტდა ტროპიკულ შტორმამდე და ტეხასისა და ლუიზიანას შტატებს შეუტია.
სამშაბათს ორივე შტატის სკოლებში გაუქმდა გაკვეთილები, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.
სტიქიამ ხელი შეუშალა ქარიშხალი „იდას“ გამო დაზიანებული ხაზების აღდგენითი სამუშაოების ჩატარებასაც. ლუიზიანას შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.