„დასავლეთი უნდა დამშვიდდეს“ – ლავროვი ავღანელ მიგრანტებთან დაკავშირებული ვითარების შესახებ

რუსი დიპლომატი კატეგორიული იყო თავის კომენტარში მსოფლიოში მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უწყებების ერთობლივი სხდომის შემდეგ ტაჯიკეთის დედაქალაქში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ავღანელი ლტოლვილების მზარდი ნაკადის შესახებ.

„მიგრანტები ჩნდებიან ავღანეთიდან, ერაყიდან, ყველა იმ ქვეყნიდან, რომლებიც შეატორტმანეს ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა. ახლა კი ეს დასავლელი კოლეგები იმაღლებენ ხმას და ბელარუსული მხარის მოქმედებებს „ჰიბრიდულ ომს“ უწოდებენ“, – განაცხადა დიპლომატმა.

მან შენიშნა, რომ დასავლეთი „უნდა დამშვიდდეს“ მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით.
ლავროვმა აღნიშნა, რომ არალეგალური მიგრაციის თემა პირველად მწვავედ ლიბიაში აშშ-ის სამხედრო მოქმედებების შემდეგ დადგა.
მსოფლიო დღეს
უმეტესად თალიბები: აშშ შეშფოთებულია ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობით
აშშ-ის და ნატოს ჯარების გამოყვანის ფონზე თალიბების ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბევრმა გადაწყვიტა ქვეყნიდან გაქცევა. სხვადასხვა შეფასებით, ავღანელი ლტოლვილების რიცხვმა პაკისტანში 1 მილიონს გადააჭარბა, ირანში – ნახევარ მილიონს.
ასევე არიან ცენტრალური აზიის ქვეყნების საზღვრებთან შეჯგუფებული ოჯახები. ევროკავშირი და ავღანეთის ელჩი აცხადებენ, რომ ტაჯიკეთში დაახლოებით 5 ათასი ლტოლვილი ჩავიდა.
ავღანეთის მოქალაქეების ნაწილი ევაკუირებულია აშშ-ის და ევროპის ქვეყნების მიერ.