კიმ კარდაშიანი დემნა გვასალიას სამოსით გამოჩენის შემდეგ მიმების მთავარ გმირად იქცა

ცნობილი მოდელი კიმ კარდაშიანი „მეტ გალას“ შემდეგ სოციალური ქსელების განხილვის მთავარი გმირი გახდა.
Sputnik
დემნა გვასალია საზოგადოებამ ნიუ-იორკში „მეტ გალაზე“ იხილა. ქართული წარმომავლობის დიზაინერი კამერების წინ კიმ კარდაშიანთან ერთად გამოჩნდა. კარდაშიანს გვასალიას მიერ შექმნილი სამოსი ეცვა. თუმცა კარდაშიანი არ იყო ერთადერთი, ვინც საზოგადოების წინაშე „ბალენსიაგას“ სამოსით წარდგა.
დემნას და კიმ კარდაშიანის „ლუქმა“ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. შეიქმნა არაერთი „მიმი“ და დაიწერა არაერთი სტატუსი. „Sputnik–საქართველომ“ შეკრიბა მათგან საუკეთესოები და გთავაზობთ მათ: