COVID-19 - ბოლო ცნობები

„მთელი გულით გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას“: განათლების მინისტრის მიმართვა

საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება. თუმცა, რთული ეპიდსიტუაციის გამო, სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში განახლდა.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და სრულიად აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყება მიულოცა. მიმართვას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად იწყება, თუმცა ეს დროებითია.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ 4 ოქტომბერს იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ თითოეული მოსწავლე დაუბრუნდეს საკლასო ოთახებს, საჭიროა მასწავლებლებმა, მოსწავლეთა მშობლებმა და მთლიანად საზოგადოებამ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვან.
COVID-19 - ბოლო ცნობები
პირველკლასელები სწავლას საკლასო ოთახებში დაიწყებენ
ასევე მინისტრმა ისაუბრა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სამინისტრომ პირველკლასელებთან დაკავშირებით მიიღო.
„პედაგოგიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველკლასელებს თავიანთი პირველი სასკოლო გამოცდილება, მათი პირველი გაკვეთილები ჩაუტარდეთ ბუნებრივ სასკოლო გარემოში. შესაბამისად, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დასწრებულ ფორმატში დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები“, – აღნიშნა ჩხენკელმა.
საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
COVID-19 - ბოლო ცნობები
15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება
მთავრობამ გადაწყვიტა, რომ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა კლასებსა და აუდიტორებში დასწრებულ ფორმატში განახლდეს, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება, სწავლა დისტანციურად წარიმართება.