COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 551.780 ადამიანი. ჩატარებულია 1.561.228 აცრა, ერთ დღეში აცრილია 24.941 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.515-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 587.551-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 551.780 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.829), გარდაიცვალა – 8.347 (ბოლო 24 საათში – 60). კარანტინის რეჟიმშია 76, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.785 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.318 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 32.207 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19.341, PCR–ტესტით – 12.866.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,81%, ბოლო 14 დღის – 7,61%, ბოლო 7 დღის – 7,32%.
სულ ჩატარებულია 1.561.228 აცრა, ერთ დღეში აცრილია 24.941 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.