კორონავირუსი უკან არ იხევს: როგორ ებრძვის საქართველო მეოთხე ტალღას – ფოტო

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა ოდნავ შესუსტდა, თუმცა სტაბილურობამდე ჯერ შორია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები – როგორ იცავენ ქვეყანაში მოქმედ შეზღუდვებს.
Sputnik
კვლავ ძალაში რჩევა პირბადის ტარების აუცილებლობა, თუმცა ღია სივრცეში ამ წესს ყველა არ იცავს. ვაქცინაციის პროცესი უფრო და უფრო აქტიურად მიმდინარეობს. უმეტესობა უკვე თანხმდება, რომ კორონავირუსზე აცრა აუცილებელია.
მიუხედავად ძალისხმევისა, COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია. მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
1 / 15

რიგი ვაქცინაციის ერთ-ერთ პუნქტთან ბათუმში

2 / 15

პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა

3 / 15

საპატრულო პოლიცია აჯარიმებს მათ, ვინც უსაფრთხოების ზომებს არ იცავს

4 / 15

„პისიარ“ ტესტის გასაკეთებლად ადამიანები დილის 9 საათიდან რიგში დგანან

5 / 15

პანიკა უკვე ჩავლილია, საზოგადოება ახალ პირობებში ცხოვრებას მიეჩვია

6 / 15

მაგრამ პირბადის ტარება, განსაკუთრებით ზაფხულში, ზოგისთვის რთულია

7 / 15

თუმცა ყველა ცდილობს წესების დაცვას

8 / 15

ქვეყანაში წელს ტურისტებიც ჩამოვიდნენ - ეს, ცხადია, სარისკო იყო, თუმცა ხელისუფლებამ ბიზნესის ამ მიმართულების გახსნა გადაწყვიტა

9 / 15

ტურისტების ნაწილი ასევე უარს ამბობს პირბადის ტარებაზე

10 / 15

მედიკოსებს კი ზაფხულშიც იგივე დატვირთვით უწევდათ მუშაობა

11 / 15

„პისიარ“ ტესტები კი გაიაფდა

12 / 15

ყველაზე მეტად წესებს არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები იცავენ

13 / 15

ადგილობრივები წესებს ყოველთვის არ ემორჩილებიან

14 / 15

ადრე მიიჩნეოდა, რომ ახალგაზრდობა ინფიცირების თავიდან აცილების გარანტია იყო, თუმცა ბოლო კვლევებმა და ახალმა შტამებმა ეს წარმოდგენა გააქარწყლა

15 / 15

ამასობაში ზაფხული მიილია. მედიკოსები კი ვარაუდობენ, რომ შემოდგომაზე ეპიდსიტუაცია გართულდება