თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თვითიზოლაციაში გადავიდა, რადგან მის ირგვლივ COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, ნათქვამია კრემლის ვებ-გვერდზე.
კარანტინის ვადების შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის.
პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერმა ტესტი ჩააბარა. მისი თქმით, „პრეზიდენტი აბსოლუტურად ჯანმრთელია“.
პესკოვმა აღნიშნა, რომ იზოლაცია პუტინის ინტენსიურ მუშაობას ხელს არ შეუშლის და ის საქმიანობას ვიდეოკონფერენციების რეჟიმში განაგრძობს.
რუსეთის ლიდერმა გუშინ განაცხადა, რომ მის ირგვლივ ბევრია კორონავირუსით ინფიცირებული და ფიქრობს, რომ კარანტინში უნდა გადავიდეს.
პუტინმა ვაქცინაცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე „სპუტნიკ V“-თი ჩაიტარა.