თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში პელე ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების გზაზე დგას, იუწყება РИА Новости.
როგორც ჟურნალისტებს პელეს ქალიშვილმა კელიმ განუცხადა, ის ინტენსიური თერაპიის პალატიდან შეიძლება ერთ–ორ დღეში გადაიყვანონ.
„ოპერაციის მერე აღდგენის პროცესი კარგად მიდის. არაფერი სტკივა, კარგი განწყობა აქვს... ჩვეულებრივ პალატაში ერთ–ორ დღეში გადაიყვანენ, შემდეგ კი სახლში დაბრუნდება“, – დაწერა მან Instagram–ში.
პელეს მსხვილ ნაწლავში სიმსივნე დაუდგინეს. როგორც პარასკევს გახდა ცნობილი, 80 წლის „ფეხბურთის მეფე“ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობდა მკურნალობას ოპერაციის შემდეგ.