14 მლნ ევრო ინსტალაციისთვის: პარიზის ტრიუმფალური თაღი ქსოვილით შეფუთეს

ქრისტო იავაშევის ძმისშვილმა 14 მილიონი ევრო გამოყო ბიძის ოცნების ასასრულებლად, რომელსაც მონუმენტის შეფუთვა 60-იანი წლებიდან სურდა.
Sputnik
ტრიუმფალური თაღი 25 ათასი კვადრატული მეტრი პლასტიკური ქსოვილის მასალით შეფუთეს ბულგარული წარმოშობის ამერიკელი მხატვრის ქრისტო იავაშევისა და მისი მეუღლის – ჟანა-კლოდ დე გიებონის პატივსაცემად.
სავარაუდოდ, მონუმენტზე შესრულებული კომპოზიცია 3 ოქტომბერს მოიხსნება.