მომღერალ ნინო ჩხეიძეს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას და სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია. ინტერესი ნინო ჩხეიძის სტილის, გარეგნობისა და პირადი ცხოვრების მიმართ კი საზოგადოებაში მუდმივად არსებობს.
ნინო ჩხეიძის მეუღლე პროდიუსერი გიორგი კორახაშვილია. მათ ერთმანეთი 21 წლის ასაკში გაიცნეს და ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში. წყვილს ერთი საერთო შვილი, მარიამ კორახაშვილი ჰყავს.
გიორგი საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს, ნინო კი შვილთან ერთად საქართველოში აგრძელებს საქმიანობას. როგორც მომღერალი განმარტავს, მათ „ვირტუალური ოჯახი“ აქვთ. ამჯერად ნინო ჩხეიძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„მგონია, შენთან ერთად დავიბადე, კორახ, იმდენად ჩემიანი ადამიანი ხარ და ძალიან ბევრნაირი ფერადი და მრავალფეროვანი ცხოვრება გავიარეთ ერთად. გილოცავ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ჩვენთან ერთად“, – წერს ნინო ჩხეიძე.