ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჰყვება, როგორ არეპორტებენ გერმანიიდან მის ერთ-ერთ პოსტს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე გერმანელი ჩოგბურთელია, სოციალური ქსელის მომხმარებლებს ალბათ ამ ვიდეოს ნახვისას პირველი, ვინც გაახსენდათ, სწორედ შარლოტა ჰელენი იყო.
ნეკამ არ დააზუსტა ამ ადამიანის ვინაობა, თუმცა განაცხადა, რომ „შური და ბოღმა ძალიან ცუდია და ამით შეიძლება საკუთარ თავს ავნო“, ხოლო ისინი, ვისაც მისი „სთორები“ აღიზიანებს, ნუ უყურებენ.
„ჩემს რეპორტებს თავი დაანებეთ, იმიტომ, რომ მაინც ვერ მომერევით. ვინ არის ის გერმანელი ადამიანი, რომელიც ჩემს სთორებს არეპორტებს და ჩემი „ინსტაგრამზე“ ყურების მეტი საქმე არ აქვს, არ ვიცი, ალბათ, თავისი ცხოვრებით ძალიან უკმაყოფილოა“, – ამბობს ნეკა.
მოგვიანენებით მოდელმა ვიდეომიმართვა წაშალა. ცნობილია, რომ ნეკას ყოფილ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ჩოგბურთელი ხშირად ამბობს, რომ დედა შვილის ნახვის უფლებას არ აძლევს, რისი მიზეზიც მიმდინარე სასამართლო პროცესია, რადგან ნეკა ყოფილ მეუღლეს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
გასული წლის 22 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულიც კი იყო და ის საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ ჩოგბურთელი უკვე ორი წელია რაც მეუღლეს დაშორდა. მომდევნო პერიოდში ის საქართველოში გერმანელ საცოლესთან ერთად ცხოვრობდა.
თავის მხრივ, ნეკაც არ მალავს, რომ შეყვარებულია. სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ისვენებს ის ამჟამად მალდივებზე და მასთან ერთად აღნიშნა დაბადების დღეც რომანტიკულ გარემოში.