ჯენიფერ ლოპესი ახლახან MTV-ს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე მაყურებლის წინაშე ცეცხლოვანი სამოსით წარდგა. 52 წლის პერფორმერის მთლიან ჩაცმულობაზე დევიდ კომას ბრენდმა იზრუნა.
დევიდ კომა, ანუ ქართველი დიზაინერი დათო კომახიძე მოდის სამყაროში ძალიან ცნობილი სახელია. საკუთარი ბრენდი მან დიდი ბრიტანეთში დააარსა.
უკვე წლებია დევიდ კომას ნამუშევრები უამრავ ვარსკვლავს აცვია, მათ შორისაა ჯენიფერ ლოპესიც, რომელმაც ამჯერად სამოსი მისი ახალი კოლექციიდან შეარჩია.