მსოფლიო დღეს

ფარერის კუნძულებზე 1500-მდე დელფინი მოკლეს

ფარერის კუნძულებზე დელფინები ტრადიციული ნადირობის დროს დახოცეს.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. კვირას ფარერის კუნძულებზე ერთ-ერთ ფიორდში 1.428 დელფინი მოკლეს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება უამრავი მოკლული ცხოველის კადრები.
ფარერის კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დელფინებზე ტრადიციული ნადირობა გაიმართა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ამჯერად მოკლეს 40-ჯერ მეტი ცხოველი, ვიდრე სხვა დროს ხდებოდა.
ნადირობის დროს სრუტეში წყალი სისხლისგან წითლად შეიღება.
აღსანიშნავია, რომ ფარერის კუნძულების ვეშაპებზე ნადირობის ასოციაცია შოკირებულია დელფინების მასობრივი დახოცვით, რაც ტრადიციული ნადირობის დროს მოხდა და მიიჩნევს, რომ მომხდარმა შესაძლოა მთელ მსოფლიოში ფარერის კუნძულებს იმიჯი შეულახოს, იუწყება დანიის ტელეარხი DR.
„უნდა გვახსოვდეს, რომ დედამიწაზე მარტონი არ ვართ. პირიქით, მსოფლიო გაიზარდა და ყველა ფოტოაპარატით დადის, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც ჩვენი წარმოჩენა უარყოფით ასპექტში სურს“, – განაცხადა ვეშაპებზე ნადირობის ასოციაციის თავმჯდომარემ ოლავურ სურდარბერგმა.
ვეშაპების ულამაზესი შოუ ორლანდოს დელფინარიუმში
მან ასევე აღნიშნა, რომ დელფინებზე ნადირობის პრობლემა პოლიტიკურ დონეზე უნდა განიხილებოდეს.
გარდა ამისა, ფიორდის დაცვის უფროსმა, სადაც ნადირობა მოეწყო, კატეგორიულად დაგმო საზარელი ღონისძიება, რომლის შედეგად უამრავი დელფინი დახოცეს.
ფარერის კუნძულების მცხოვრებნიც გამოეხმაურნენ ნადირობის შედეგებს.
„გული მერევა ამ ყველაფრისგან. როგორც ჩანს, მშივრები დავრჩებით“, – ციტირებს ტელეარხი Facebook-ის ერთ-ერთ მომხმარებელს.
თევზჭერა ფარერის კუნძულებზე ეკონომიკის ტრადიციული ნაწილია და ისტორიას ვიკინგების ეპოქიდან ითვლის. ფარერის კუნძულების მცხოვრებნი ძირითადად იჭერენ ვეშაპებს, მაგრამ დელფინებიც თევზჭერის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. 2020 წელს ფარერის კუნძულებზე 576 კუზა ვეშაპი და 35 დელფინი მოკლეს.