მსოფლიო დღეს

ევროპაში გაზის ფასმა რეკორდი მოხსნა

წინა რეკორდი გუშინ მოიხსნა. მაშინ კონტრაქტის ღირებულება 750 დოლარის ნიშნულამდე მივიდა.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ევროპულ ბაზარზე გაზის ფასმა მორიგი რეკორდი დაამყარა და ათას კუბომეტრზე 800 დოლარის ნიშნულს გადაამეტა, იუწყება РИА Новости.
როგორც ვაჭრობის შედეგებიდან ირკვევა, ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი ჰოლანდიური TTF-ის ინდექსით (ევროპის ყველაზე ლიკვიდური ჰაბი) ვაჭრობის დასაწყისში 747,3 დოლარს შეადგენდა ათას კუბომეტრ ბუნებრივ აირზე. შემდეგ კი გაიზარდა შვიდი პროცენტით და 800,03 დოლარს მიაღწია.
მსოფლიო დღეს
ევროპის ბაზარზე გაზის ფასმა მორიგი რეკორდი დაამყარა
მანამდე ევროპაში გაზის ფასის რეკორდი გუშინ მოიხსნა, როდესაც ოქტომბრის ფიუჩერსების ფასმა 750 დოლარი შეადგინა ათას კუბომეტრზე. მანამდე ეს მაჩვენებელი 710 და 670 დოლარი იყო (ბოლო კვირის განმავლობაში).
ექსპერტების აზრით, მაღალი ფასების მთავარი მიზეზი ევროპის საცავებში მცირე მარაგებია შარშანდელი ცივი ზათრისა და ცხელი ზაფხულის გამო. ამასთან, „გაზპრომს“ არ სურს ძალიან დიდი რაოდენობით გაზი გადატუმბოს საცავებში, ან გაზარდოს გაყიდვები სპოტურ ბაზარზე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების წინ, მიიჩნევენ ანალიტიკოსები.
კვირას ევროპული გაზსაცავები 70,75%-ით იყო შევსებული – ეს ბოლო ხუთ წელიწადში საშუალო მაჩვენებელზე 15 პროცენტით ნაკლებია.