„საქორწინო კაბა იმდენჯერ მეცვა, არ ვიცი დავაპირებ თუ არა...“ – ეკო ფანგანი თხოვდება?

რამდენიმე თვეა ტელეწამყვანმა გაამხილა, რომ შეყვარებულია.
Sputnik
ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ეკო „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მისი სტილი და გარეგნობა კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ტელეწამყვანი ხელმომწერებს ხშირად რჩევებსაც აძლევს თავის მოვლასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით.
ეკო ხშირად იღებს კითხვებს პირადი ცხოვრების შესახებ. როგორც ცნობილია, ტელეწამყვანი შეყვარებულია და მისი რჩეული იურა რუბენიაა. ეკო ურთიერთობაზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობს, თუმცა მეგობარ ბიჭთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს.
ამჯერად ფანგანი ხელმომწერების კითხვებს სწორედ პირადი ცხოვრების შესახებ პასუხობს და წერს, რომ ქორწილი დაგეგმილი არ აქვს.
ტელეწამყვანის თქმით, საქორწინო კაბა ბევრჯერ სცმია გადაღებებზე და მიხვდა, რომ ქორწილი არ უყვარს. თუმცა გააჩნია როდის გათხოვდება და არ იცის დააპირებს თუ არა ქორწილს.