„ჩიკა“ გადაცემის წამყვანი ხდება

16 სექტემბრიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში „ელენის შოუს“ ქართული ანალოგი დაიწყება.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. NBC-სა და Warner Brothers-ის პროექტი უკვე ქართულ ტელესივრცეშია – 16 სექტემბრიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში „ელენის შოუს“ ქართული ანალოგი დაიწყება.
შოუ ყოველ ხუთშაბათს, 22:00-ზე გავა ეთერში. როგორც უკვე ცნობილია, გადაცემის წამყვანი მსახიობი ანი ჩირაძე იქნება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანი ჩირაძემ სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ დატოვა. მასთან ერთად სერიალი მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმაც დატოვა, რომელიც პროექტ „ნიჭიერის“ ახალ სეზონს წაიყვანს.