„პირველი დღე უნიში, თუ რაღაც ეგეთი“ – ანუკი არეშიძე ფოტოს აქვეყნებს

პოპულარული დიზაინერი სოციალურ ქსელში სახალისო ფოტოს აქვეყნებს.
Sputnik
რამდენიმე საათის წინ პოპ-კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკალური ღონისძიება, VMA-ს 2021 წლის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო.
Met Gala ყველაზე პოპულარული, ექსტრავაგანტული და გახმაურებული მოვლენაა მოდის ინდუსტრიაში, რომელიც ყოველწლიურად, 1937 წლიდან მოყოლებული, არსებული ტრადიციების დაცვით, მეტროპოლიტენ-მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის დასახმარებლად იმართება.
ვარსკვლავების ჩაცმულობას ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე „ინსტაგრამის“ „სთორიში“ სხვადასხვა კომენტარით გამოეხმაურა. „პირველი დღე უნიში, თუ რაღაც ეგეთი“ – ასე დაასათაურა დიზაინერმა ცნობილი მსახიობის კრისტენ სტიუარტის „ლუქი“ წითელ ხალიჩაზე.