Netflix-ის ცნობილ სერიალში „ლუციფერი“ ქართველი არტისტის მუსიკა გაჟღერდა – დეტალები

ცნობილ სატელევიზიო სერიალში ქართველი მუსიკოსის მუსიკა ისმის.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. Netflix-ის ცნობილი სერიალის „ლუციფერის“ ახალ სეზონში ქართველი მუსიკოსის ნათია ჭიჭინაძის მუსიკა გაჟღერდა, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით Сreams.
ინფორმაციას თავად მუსიკოსი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს და სიხარულს ვერ მალავს.
როგორც გაირკვა, სერიალის შემქმნელები რამდენიმე თვის წინ Сreams-ს დაუკავშირდნენ და სიმღერის გამოყენების უფლებებზე შეუთანხმდნენ.
„ლუციფერი“ ამერიკული სატელევიზიო სერიალია, რომელიც დაფუძნებულია ნილ გეიმანის ლუციფერ კომიქსებზე და ვერტიგოს სემ კეიტზე, DC კომიქსების ანაბეჭდზე. სიუჟეტის მიხედვით, ლუციფერმა, ჯოჯოხეთის ექსცენტრულმა მეფემ მოიწყინა და გადაწყვიტა ლოს-ანჯელესს სტუმრებოდა, სადაც ის გახდა მდიდრული ღამის კლუბის Lux-ის მფლობელი და დაიწყო თავქარიანი ცხოვრების წესი. მაგრამ გოგონას მკვლელობის შემდეგ, რომელსაც ის იცნობდა, ლუციფერი გადაწყვეტს გაარკვიოს ვინ არის პასუხისმგებელი მის სიკვდილზე. სერიალი 2016 წლიდან გამოდის.