Made in Georgia: თბილისში საავტორო ნაკეთობების ქუჩის ბაზრობა გაიმართება

ბაზრობაზე ყველა მსურველი შეძლებს საქართველოში დამზადებული ორიგინალური საავტორო ნივთების შეძენას.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისური ქუჩის ბაზრობა Tbilisi Street Market / Fall21 გაიმართება შოთა რუსთაველის გამზირზე 18-19 სექტემბერს, იუწყებიან ორგანიზატორები.
თბილისური ბაზრობა უკვე მეოთხე წელია ეპატიჟება ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების, ორიგინალური საავტორო აქსესუარებისა და საჩუქრების მოყვარულებს.
ღონისძიება ღია ცის ქვეშ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ გაიმართება. პროექტში მეწარმეების ამპლუაში მონაწილეობის მსურველებს ონლაინ-რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ.
Tbilisi Street Market, რომელიც ტრადიციულად თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, დამთვალიერებლებისთვის 12:00 საათიდან 21:00 საათამდე იქნება ღია. შესვლა თავისუფალია.