ბათუმში მამაკაცმა უცხოელი ქალი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „აჭარის ტელევიზია“.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ბელარუსის მოქალაქე დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა
დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები წარსულში ერთმანეთს იცნობდნენ. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
სამართალდამცველებმა ბულვარის ტერიტორია ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19–108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.