ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში: დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი

ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა სოფელ თოხლიაურში მომხდარი ავარიის შედეგად, იუწყება ტელეარხი „იმედი“.
ინციდენტი ორშაბათს, საღამოს მოხდა. ერთმანეთს შეეჯახა ორი მსუბუქი ავტომობილი - Volkswagen და Porsche. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა Volkswagen-ის მძღოლი მრავლობითი დაზიანებით. მეორე მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
დაღუპულია 35 წლის ადგილობრივი მცხოვრები, დაშავებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ვიცე-პოლკოვნიკი, 40 წლის დავით გოგინაშვილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.