ქართველი „კანონიერი ქურდი“ რუსეთის ციხეში გარდაცვლილი ნახეს

კრიმინალი ავტორიტეტი - საქართველოს მკვიდრი 63 წლის ნოდარ ჯინჭველაშვილი რუსეთში 2019 წელს დააპატიმრეს
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. „კანონიერი ქურდი“ ნოდარ ჯინჭველაშვილი ნახეს გარდაცვლილი რუსეთის ქალაქ ვოლოგდას იზოლატორში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм.
63 წლის ჯინჭველაშვილს კრიმინალურ წრეებში „შოშიას“ მეტსახელით იცნობდნენ.
„პრინცი“ გისოსებს მიღმა – უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
მედიის ინფორმაციით, ის ქუთაისური კრიმინალური კლანის წევრი იყო. შვიდჯერ ნასამართლევია სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძარცვის, ყაჩაღობის, იარაღის შენახვისა და ოთხჯერ ნარკოდანაშაულისთვის.
ბოლოჯერ ის 2019 წელს დააპატიმრეს.
კრიმინალი ავტორიტეტის გარდაცვალების მიზეზები არ სახელდება.