მფრინავმა დარიო კოსტამ ხუთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

პროფესიონალი კასკადიორი ორი წლის განმავლობაში ემზადებოდა იმისათვის, რომ პირველს გაეფრინა ორი გვირაბის გავლით
Sputnik
იტალიელმა მფრინავმა-კასკადიორმა დარიო კოსტამ სარბოლო თვითმფრინავით ორ გვირაბში გაიფრინა და ხუთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
თვითმფრინავი მიწიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა და 245 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავდა. გაფრენა სულ 44 წამის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც დარიოს გინესის რეკორდების წიგნში ადგილის დამკვიდრება უზრუნველყო.