თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ესპანური პოპ-დუეტ Baccara-ს ერთ-ერთი სოლისტი მარია მენდიოლა 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფის Instagram-აკაუნტზე გავრცელდა.
„ჩემმა ძვირფასმა მარიამ, შესანიშნავმა არტისტმა დაგვტოვა“, - დაწერა მენდლიოლას პარტნიორმა, ჯგუფის სოლისტმა კრისტინა სევილიამ.
დუეტი Baccara 1977 წელს შეიქმნა. თავდაპირველად დუეტში იყვნენ მარია მენდიოლა და მაიტე მატეოსი. 1981 წელს ჯგუფი დაიშალა და მომღერლებმა იგივე სახელწოდებით ცალ-ცალკე პროექტები შექმნეს. 2016 წლიდან დუეტი Baccara გამოდიოდა მარია მენდიოლას და კრისტინა სევილიას შემადგენლობით.
ჯგუფის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია Cara Mia, Yes Sir, I Can Boogie და Sorry I’m A Lady.