თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, მომავალ კვირაში ბათუმში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 17-25 გრადუს სითბოს მიაღწევს. მოსალოდნელია სუსტი ქარი.
კვირის ამინდის პროგნოზი ბათუმში ასე გამოიყურება:
ორშაბათი, 13 სექტემბერი: მოსალოდნელია ღრუბლიანი უნალექო ამინდი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 18 გრადუსი იქნება, დღისით კი — 24 გრადუსი. დაუბერავს წამში 3 მ სიჩქარის ქარი.
სამშაბათი, 14 სექტემბერი: მოსალოდნელია უმეტესად მოღრუბლული უნალექო ამინდი. დღისით 24 გრადუსამდე დაცხება, ხოლო ღამით ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსამდე დაიწევს. ქარის სიჩქარე — 3 მ/წმ.
ოთხშაბათი, 15 სექტემბერი: მოსალოდნელია ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი, გვიან საღამოს მოსალოდნელია სუსტი წვიმა. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 20 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი 24 გრადუსამდე დაცხება. ქარის სიჩქარე — 3 მ/წმ.
ხუთშაბათი, 16 სექტემბერი: მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და წვიმა. ღამით ჰაერი ტემპერატურა პლუს 20 გრადუსზე დაფიქსირდება, დღისით კი — პლუს 25 გრადუსზე. ქარის სიჩქარე წამში 3 მეტრი იქნება.
პარასკევი, 17 სექტემბერი: მოსალოდნელია წვიმა. ღამით — 19 გრადუსი სითბო, დღისით — 23 გრადუსი. ქარის სიჩქარე — წამში 5 მეტრი.
შაბათი, 18 სექტემბერი: მოსალოდნელია წვიმა. ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 19 გრადუსი იქნება, დღისით — მაქსიმუმ 23 გრადუსი სიცხე. დაუბერავს წამში 3 მეტრი სიმძლავრის ქარი.
კვირა, 19 სექტემბერი: ბათუმში მოსალოდნელია კვლავ მოღრუბლული ამინდი, დროგამოშვებით სუსტი წვიმა. ღამით პლუს 19 გრადუსი, დღისით — მაქსიმუმ 23 გრადუსი სითბო. ქარის სიჩქარე წამში 3 მეტრს მიაღწევს.