მადლობა, ცრემლები და მორიკონეს მუსიკა: საფრანგეთი ბელმონდოს დაემშვიდობა

საფრანგეთი ეროვნული კინოს ლეგენდას, 88 წლის მსახიობ ჟან-პოლ ბელმონდოს დაემშვიდობა. იხილეთ კადრები პარიზის ინვალიდთა სახლიდან
Sputnik
მსახიობთან გამოთხოვების ცერემონია პარიზის Hôtel des Invalides-ში (ინვალიდთა სასახლე) გაიმართა — არქიტექტურულ კომპლექსში, რომელშიც რამდენიმე მუზეუმი და სამხედროთა ნეკროპოლიცაა განთავსებული.
ცერემონია, რომელსაც ოჯახის წევრების გარდა ასევე ესწრებოდნენ ბელმონდოს თაობის ცნობილი მსახიობები, ალენ დელონი, პიერ რიშარი და სხვები, გამოსათხოვარი სიტყვით გახსნა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
კუბო, რომელსაც საფრანგეთის სახელმწიფო დროშა ჰქონდა გადაფარებული, სასახლის შიდა ეზოში ენიო მორიკონეს ცნობილი მუსიკის ფონზე შემოატარეს საპატიო წრეზე. საუბარია კომპოზიციაზე ფილმიდან „პროფესიონალი“, რომელშიც ჟან-პოლ ბელმონდო მთავარ როლს ასრულებდა. გამოთხოვების ცერემინიაზე კომპოზიციას სამხედრო ორკესტრი ასრულებდა.
კორონავირუსული შეზღუდვების გამო, ცერემონიაზე მხოლოდ ათასი კაცი დაუშვეს, რომლებსაც სანიტარული პასპორტები ჰქონდათ. დანარჩენებისთვის ქუჩაში დიდი ეკრანები იყო დამონტაჟებული.