COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: 2 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 536.321 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.762), გარდაიცვალა – 8.146 (ბოლო 24 საათში – 57). კარანტინის რეჟიმშია 87, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.214 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.780 ადამიანი იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.533-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 579.031-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 536.321 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.762), გარდაიცვალა – 8.146 (ბოლო 24 საათში – 57). კარანტინის რეჟიმშია 87, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.214 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.780 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 34.383 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19.987, PCR–ტესტით – 14.396.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,37%, ბოლო 14 დღის – 8,09%, ბოლო 7 დღის – 7,5%.
სულ ჩატარებულია 1.467.065 აცრა, ერთ დღეში აცრილია 25.132 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.