ნიუ-იორკი და ვაშინგტონი: 11 სექტემბრის შეტევების სერია ფოტოებზე

Sputnik

2001 წლის 11 სექტემბერს 19-მა ტერორისტმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.

ორი მათგანი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე შენობა დაინგრა. მესამე თვითმფრინავმა პენტაგონის შენობას შეუტია, მეოთხე ავიალაინერი კი, რომელიც ვაშინგტონისკენ მიემართებოდა, პენსილვანიის ქალაქ შენქსვილთან ახლოს ჩამოვარდა.

ტერაქტების სერიის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 3 000 ადამიანი. მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით, ეს ტერორისტული შეტევა ისტორიაში უდიდესი აღმოჩნდა.

 

1 / 17
2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მოხდა მსხვერპლის რაოდენობით ყველაზე დიდი ტერორისტული აქტი
2 / 17
ტერორისტთა ოთხმა ჯგუფმა ოტხი სამგზავრო თვითმფრინავი შეიპყრო
3 / 17
ორი მათგანი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს დაეჯახა
4 / 17
შეტაკების შედეგად ორივე შენობა დაინგრა
5 / 17
ცათამბჯენების ნანგრევებმა დააზიანა სხვა შენობებიც
6 / 17
ჩრდილოეთის ცათამბჯენის ნგრევამ გამოიწვია ხანძარიც, რომელიც დაახლოებით 7 საათის განმავლობაში გაგრძელდა
7 / 17
მესამე ლაინერი ვაშინგტონის მახლობლად, პენტაგონის შენობას დაეჯახა
8 / 17
მეოთხე თვითმფრინავის ეკიპაჟმა და მგზავრებმა ტერორისტების გაუვნებელყოფა ცადეს, თუმცა მათი თვითმფრინავი პენსილვანიის მახლობლად ჩამოვარდა
9 / 17
გარდა 19 ტერორისტისა, შეტევებს შეეწირა 2977 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის იყო 343 მეხანძრე და 60 პოლიციელი
10 / 17
24 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა
11 / 17
11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტებისგან გამოწვეული ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია
12 / 17
2006 წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ტერაქტების შედეგად მიყენებულმა ზარალმა ყველაზე დაბალი შეფასებით 500 მილიარდი დოლარი შეადგინა
13 / 17
ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის შედეგად გადარჩენილები
14 / 17
ტერაქტების გამოსაძიებლად 2002 წლის 27 ნოემბერს აშშ-ში დამოუკიდებელი კომისია შეიქმნა
15 / 17
2004 წელს გამოქვეყნდა შემაჯამებელი დასკვნა ტრაგედიის გარემოებების გამოძიების შესახებ
16 / 17
ადამიანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობიდან ვარდნისას
17 / 17
დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ დასკვნად იქცა აღიარება, რომ ტერაქტების შემსრულებლებმა გამოიყენეს „უხეში ადმინისტრაციული შეცდომები“ აშშ-ის მთავრობისა და სპეცსამსახურების მუშაობაში