„ეჭვიანობენ ამის გამო...“ – რატომ არ ქორწინდება ნოდიკო ტატიშვილი?

ცნობილი მომღერალი პირად ცხოვრებაზე საჯაროდ იშვიათად საუბრობს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნოდიკომ გაამხილა, რატომ არ არის დაქორწინებული დღემდე.
Sputnik
მომღერალი ნოდიკო ტატიაშვილი ამბობს, რომ როდესაც 34 წლის ასაკში ეკითხებიან, რატომ არ ჰყავს მეუღლე, ვერ აუხსნის სათითაოდ, რომ ჯერ ვერ იპოვა ისეთი ადამიანი, რომელიც მის პროფესიას შეეგუება.

„ზოგს მოსწონს, ზოგი კი ვერ ეგუება შენ პოპულარობას, ეჭვიანობენ ამის გამო. არავის გამო არ ვაპირებ ჩემ საქმეზე უარის თქმას. მით უმეტეს ოჯახს არ შევქმნი ისეთ ადამიანთან, ვისაც ჩემი მდგომარეობა აღიზიანებს. ეს არის ჩემი პროფესია, რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს და ჩემი შრომით მიღწეულ მდგომარეობას სულელური ეჭვიანობების ან დამოკიდებულებების გამო არ დავთმობ“, – ამბობს მომღერალი ჟურნალ „თბილისელებთან“.

მისი თქმით, ეს რთული საკითხია და როცა ხედავს, რომ ურთიერთობაში დიდი გაურკვევლობებია, მერე უნებურად დასასრულისკენ მიდის. ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იჩხუბოს წყვილმა, თუ ხვდებიან, რომ ვერ უგებენ ერთმანეთს.

„ჩემს პირად ცხოვრებას ნამდვილად ვერ მოვაწყობ სხვის ჭკუაზე. ის, რომ საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, უკვე დროა დავქორწინდე, ჩემზე არ მოქმედებს, რადგან მათი ჩარჩოებით ვერ ვიცხოვრებ. მე არავის ვუწესებ ჩარჩოებს პირად ცხოვრებაში და მგონია, რომ ყველას ჩვენი ცხოვრება უნდა გვქონდეს“, – ამბობს მომღერალი.