„კარანტინში გვქონდა დაძაბულობა...“ – ნანიკო ხაზარაძის შვილი დედასთან ურთიერთობაზე

ცნობილ ტელეწამყვანსა მის ერთადერთ შვილს ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ, თუმცა ლილუ იხსენებს პერიოდს, როდესაც დედასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
Sputnik
ცნობილი ტელეწამყვანის შვილი ლილუ ნუცუბიძე ცოტა ხნის წინ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. როგორც ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, თავიდან ფსიქოლოგობა სურდა, თუმცა გამოცდებამდე ოთხი თვით ადრე გადაიფიქრა, ისწავლა ხატვა და აკადემიაში ჩააბარა.
ლილუს თქმით, ამ დროს ყველაზე მეტად ნანიკოსგან იგრძნო მხარდაჭერა, რის გამოც კიდევ უფრო შეუყვარდა.

„ერთი საღამო იყო, როცა ვიჯექი და ვტიროდი, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა სამომავლოდ. მეგონა, რომ გამოცდებამდე ვერ მოვასწრებდი სწავლას. ნანიკომ მეორე დღესვე ხატვაზე შემიყვანა და დამანახა, რას ნიშნავს გვერდში დგომა. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა“, – იხსენებს ლილუ.

რაც შეეხება თინეიჯერობის სირთულეებს, ლილუ ამბობს, რომ ეს პერიოდი შედარებით ადვილად გამოიარეს დედა-შვილმა. ერთხელ კარანტინში ყოფნისას ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, ცოტა უხეშად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ესეც გადალახეს.