თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ევროპის ბაზარზე გაზის ფასმა მორიგი რეკორდი დაამყარა და ათას კუბურ მეტრზე 710 დოლარს გადააჭარბა.
როგორც ვაჭრობის შედეგებიდან ირკვევა, ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი ჰოლანდიური TTF-ის ინდექსით (ევროპის ყველაზე ლიკვიდური ჰაბი) ვაჭრობის დასაწყისში 690,5 დოლარს შეადგენდა ათას კუბომეტრ ბუნებრივ აირზე. დღის განმავლობაში ის 678,7 დოლარამდე ჩამოვიდა, თუმცა მერე კვლავ ნახტომისებურად აიწია და საღამოსთვის 710 დოლარს მიაღწია.
„მაღალი ფასების მთავარი მიზეზი ევროპის საცავებში მცირე მარაგებია — შარშანდელი ცივი ზათრისა და ცხელი ზაფხულის გამო“, — განმარტა ბუნებრივი რესურსებისა და ნედლეულის სააგენტო Fitch-ის დიერქტორმა დმიტრი მარინჩენკომ.
მისი თქმით, ირიბი ნიშნებით, ამას ემატება ისიც, რომ „გაზპრომს“ არ სურს ძალიან დიდი რაოდენობით გაზი გადატუმბოს საცავებში, ან გაზარდოს გაყიდვები სპოტურ ბაზარზე „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ამუშავების წინ.
მანამდე ევროპაში გაზის ფასის რეკორდი გუშინ მოიხსნა, როდესაც ოქტომბრის ფიუჩერსების ფასმა 700 დოლარს გადააჭარბა ათას კუბომეტრზე. ერთი დღით ადრე ეს მაჩვენებელი 670 დოლარი იყო.