ზუგდიდში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მოპედით გადაადგილდებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გარე განათების ბოძს დაეჯახა. მომხდარზე დაიწყო გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, შემთხვევა ხუბულავას ქუჩაზე მოხდა. ე.წ. ახალ გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი მოპედის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გარე განათების ბოძს დაეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.