ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა დაამარცხა მეტოქეები საბერძნეთიდან, იტალიიდან და ისრაელიდან
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი - Sputnik. ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალიშვილი ლუქსემბურგში ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართული შეჯიბრების ფინალში სარდალიშვილი საფრანგეთის წარმომადგენელ რომან პიკასთან დამარცხდა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა აჯობა გეორგიოს კესიდისს (საბერძნეთი), ჯუზეპე დე ტულიოს (იტალია) და მატან კოკოლაიევს (ისრაელი).
საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თენგო ზირაქიშვილი (-66 კგ) უნგრელ ევგენი გონჩარენკოსთან დამარცხდა. ბრძოლა მხოლოდ 15 წამს გაგრძელდა.