„თავდასხმისას რამდენიმე პირმა გაქცევა შეძლო“ – ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის მამა

Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში მძევლად აყვანილი ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის მამა აცხადებს, რომ ბანკში მყოფმა რამდენიმე პირმა გაქცევა მოახერხა.
„სატელეფონო ზარით გავარკვიე, რომ ჩემი შვილი მოხვდა ამ სიტუაციაში. სხვა არაფერი არ ვიცი, გამოიქცნენ, ფანჯრიდან გადმოხტდნენ“, – აცხადებს მძევლად აყვანილი ბანკის თანამშრომლის მამა.
ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას 15-მდე ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე თანამშრომელი და მომხმარებელი იმყოფება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბანკში შეჭრილი მამაკაცი ხელყუმბარითაა შეიარაღებული.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.