ყვარელში „საქართველოს ბანკიდან“ მძევლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაციისთვის ემზადებიან

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით ორი საათია იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ყვარელში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში 15-მდე მძევლისგან მხოლოდ ორია დარჩენილი, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.
ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ელოდებიან. უკვე მისულია სპეცდანიშნულების რაზმი და ელოდებიან, რომ დაიწყება მძევლების გათავისუფლებისთვის სპეცოპერაცია.
შეიარაღებული თავდასხმა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას 15-მდე ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე თანამშრომელი და მომხმარებელი იმყოფება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბანკში შეჭრილი მამაკაცი ხელყუმბარითაა შეიარაღებული.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.