თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“: რა ხდება ყვარელში – ფოტო

ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხნენ. დამნაშავემ მძევლები აიყვანა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები შემთხვევის ადგილიდან.
Sputnik
ბოლო წლებში „საქართველოს ბაკის“ ფილიალების ძარცვა არცთუ იშვიათად მოვლენად იქცა. 2020 წლის 21 ოქტომბერს ბადრი ესებუამ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში 43 მძევალი აიყვანა. თავდამსხმელმა მოთხოვნილი თანხის მიღების შემდეგ მძევლები გაათავისუფლა და მიიმალა.
შემდეგი თავდასხმა მოხდა 2020 წლის 27 ნოემბერს თბილისში. უცნობმა ფილიალის მოლარეს მუქარით ფული გასტაცა. 2021 წლის 16 აპრილს მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარედ მამაკაცი „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალში შეიჭრა. მოგვიანებით ის პოლიციას ჩაბარდა, მისი იარაღი კი სასიგნალო აღმოჩნდა.
1 / 9

ბანკის მიმდებარე ტერიტორია პოლიციამ შემოსაზღვრა

2 / 9

ადგილზე მივიდნენ პოლიციის გაძლიერებული ძალები. გაირკვა, რომ დამნაშავეს მძევლად 15 ადამიანი ჰყავდა აყვანილი

3 / 9

გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ყვარლისკენ სპეცრაზმი გაემართა ოპერაციის ჩასატარებლად

4 / 9

ადგილობრივები სიახლეებს პოლიციის მანქანასთან ელოდებიან. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, დამნაშავე ხელყუმბარითაა შეიარაღებული

5 / 9

თავდამსხმელმა გამოსასყიდის სახით ნახევარი მილიონი ლარი მოითხოვა

6 / 9

თავდამსხმელთან დაიწყო მოლაპარაკებები

7 / 9

ბოლო ცნობებით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია

8 / 9

ადგილზე მივიდნენ რეგიონული მედიისა და ტელეარხების წარმომადგენლები

9 / 9

დამნაშავის დაკავების ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს