ქეთა თოფურია იუბილარია – გულისამაჩუყებელი სიტყვები და ვარდებით გავსებული სახლი ქმრისგან

ქეთა თოფურიას 35-ე დაბადების დღეზე საყვარელმა მეუღლემ საოცარი საჩუქარი გაუკეთა.
Sputnik
ულტრამოდურ და ტენდენციების მიმდევარ ვარსკვლავს 35 წელი შეუსრულდა. ქეთამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ უამრავი ერთნაირი თაიგული მიიღო, სავარაუდოდ, მეუღლისგან, რომელმაც ქეთას „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე გულისამაჩუყებელი სიტყვები მიუძღვნა.

„გილოცავ დაბადების დღეს, ქალს, რომელიც მაძლევს ბედნიერებას! მზრუნველი დედა, ღირსეული ცოლი, მე ვამაყობ შენით! 35 წლის ასაკში მოახერხე დაუმტკიცო საკუთარ თავს და სხვებს, რომ შრომისმოყვარეობას და პროფესიონალიზმს მოაქვს რეალური შედეგი, შედეგი, რომელიც უდავოა! შენ ხარ საუკეთესო! განაგრძე შენი სულიერი და შემოქმედებითი ზრდა ჩემს ცხოვრებაში! მე ყოველთვის შენთან ვარ, ყოველთვის შენ გვერდით და ყოველთვის შენთვის ვიქნები, ჩემო ოჯახო“, – წერს ბიზნესმენი.

ქეთა თოფურია გასული წლის მიწურულს ბელორუს ბიზნესმენ ლევ დენგოვზე დაქორწინდა. წყვილს უკვე საერთო ვაჟი ადამი ჰყავს, რომელიც იანვარში მოევლინა სამყაროს.
ქეთას პირველი ქორწინებიდან გოგონა - ოლივია გეიხმანი ჰყავს, რომელიც წელს პირველად წავიდა სკოლაში. ოჯახი მოსკოვის გარეუბანში, მდიდრულ ვილაში ცხოვრობს.