ხელყუმბარით შეიარაღებული მძარცველი „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში – ვიდეო

ხელყუმბარით შეიარაღებული დაუდგენელი პირი „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.
Sputnik
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელმა 15 ადამიანი აიყვანა მძევლად და ნახევარი მილიონი ლარი მოითხოვა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ.
ადგილზე გამოცხადდნენ პოლიციის გაძლიერებული რაზმები და ოპერატიული ჯგუფები. ბანკის გარშემო ტერიტორია შემოისაზღვრა. მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა, თავად კი მოლაპარაკებები განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.