მსოფლიო დღეს

ბაიდენი COVID-19-თან დაკავშირებით გლობალურ სამიტს გეგმავს

Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, გეგმავს საერთაშორისო სამიტის ჩატარებას, რომელიც COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისა და გლობალური ვაქცინაციის საკითხებს მიეძღვნება, იუწყება გამოცემა Politico საქმეში ჩახედულ წყაროებზე დაყრდნობით.
მსოფლიო დღეს
ჯანმო: მსოფლიო COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებლით პლატოზე იმყოფება
სამიტის ჩატარება გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებშია დაგეგმილი 20 სექტემბრისთვის. განსახილველ თემებს შორისაა ვაქცინების წარმოებისა და გავრცელების გაუმჯობესების გზები, ჟანგბადის მიწოდება გაჭირვებული ქვეყნებისთვის და ასევე საერთაშორისო თანამშრომლობა COVID-19-თან დაკავშირებული კვლევების საკითხებში.
ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, ბაიდენის გრაფიკი გაეროში ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა თეთრმა სახლმა უკვე აუწყა ზოგ სახელმწიფოს კონფერენციის ჩატარების შესახებ, თუმცა ოფიციალური მოსაწვევები ჯერ არ დაუგზავნია.