„საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა

Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას 15-მდე ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე თანამშრომელი და მომხმარებელი იმყოფება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბანკში შეჭრილი მამაკაცი ხელყუმბარითაა შეიარაღებული.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.