ვითარება ყვარელში: დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს

Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ვითარება ყვარელში, სადაც შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა, დაძაბულია.
ტელეკომპანია Rustavi-2-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელსაც 15-მდე ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი, ხელყუმბარითაა შეიარაღებული. იგი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს მოითხოვს.
ამ დროისთვის ტერიტორია ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული, ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზება გრძელდება.