COVID-19 - ბოლო ცნობები

15 დღის ახალშობილი სტუმრად მისულმა ნათესავებმა დააინფიცირეს

Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 დღის ჩვილი მოათავსეს. ინფორმაცია ქართულ მასმედიაში გავრცელდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის თქმით, ჩვილის ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, ნათესავები არიან.

„ოჯახში ახალშობილის სანახავად ნათესავები იყვნენ მისული და ჩვილის დაინფიცირებაც მათგან მოხდა. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში დაკვირვებისა და მონიტორინგის ქვეშ არის“, – განაცხადა ჩხაიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.571-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 570.493-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.