Baltnews-ის მთავარ რედაქტორ ანდრეი სტარიკოვს პრემია „სოლიდარობა“ მიენიჭა

Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირმა პრემია „სოლიდარობა“ მიანიჭა საინფორმაციო სააგენტო Baltnews-ის მთავარ რედაქტორს ანდრეი სტარიკოვს.
ჯილდოს გადაცემის ცერემონია, რომელიც რეპორტიორებს სიტყვის თავისუფლების დაცვაში გამოვლენილი სამოქალაქო სიმამაცისთვის ენიჭებათ, ოთხშაბათს გაიმართა მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

„8 სექტემბერს მსოფლიოში ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჩვენი კოლეგა ანდრეი სტარიკოვი ხელმძღვანელობს კოლექტივს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მუშაობს ბალტიისპირეთის ხელისუფლების ღია ზეწოლის ქვეშ. ზოგი ჟურნალისტის წინააღმდეგ, რომლებიც გამოცემასთან თანამშრომლობენ, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დარღვევის გამოგონილი ბრალდებებით, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადამიანებთან. ამასთან ისინი მამაცურად განაგრძობენ თავიანთი საქმის კეთებას, იცავენ სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს, მიუხედავად ყველაფრისა“, — აღნიშნა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სოლოვიოვმა.

პრემია „სოლიდარობა“ 2020 წელს დაარსდა. მისი პირველი უცხოელი ლაურეატი გახდა ბრიტანეთის ციხეში მყოფი ჯულიან ასანჟი — WikiLeaks-ის დამფუძნებელი.
რუსეთმა ლატვიაში Baltnews-ისა და Sputnik-ის თანამშრომლების დაკავება დაგმო
„სოლიდარობა“ კარგი სიტყვაა, — თქვა ანდრეი სტარიკოვმა. — რეგულარულად ვეჯახებით რა ბალტიისპირეთის ქვეყნებში სისხლის სამართლებრივ დევნას და ვამახვილებთ რა ყურადღებას ამ თვითნებობაზე, ჩვენ გამუდმებით ვგრძნობთ რუსი კოლეგების მხარდაჭერას, მათ შორის იმ კოლეგებისა, რომელთა გამოცემებიც ჩვენგან დიამეტრულად განსხვავებულ პოზიციებზე დგანან. ასეთი მხარდაჭერა იმედისმომცემია, გვიჩვენებს, რომ რუსეთის ჟურნალისტური საზოგადოება ჯანსაღია და სოლიდარობის უნარი აქვს“.
Baltnews — რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტოა, რომელიც ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გაშუქებითაა დაკავებული. შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ს შემადგენლობაში.