საქართველოში მიწისძვრა მოხდა

Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. დუშეთის რაიონიდან 32 კილომეტრში, სოფელ ბეტისჩრდილთან 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 13:32 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 9 კილომეტრის სიღრმეში იყო.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.