თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთის მოქალაქის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად 40 ათასი აშშ დოლარის უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს, იუწყება შემოსავლების სამსახური.
საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევი 12,5 ათასი ლარით დაჯარიმდა, რაც არადეკლარირებული თანხის 10%-ს შეადგენს.