„ძალიან მარტივად დავემშვიდობებით ერთმანეთს...“ – რა შეემთხვა თათია შარანგიას?

ცნობილი პიანისტი სოციალურ ქსელში საზოგადოებას საკუთარ გასაჭირს უზიარებს.
Sputnik
პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია კორონავირუსით დაინფიცირდა. ვირუსით დაინფიცირდა მისი შვილი ანდრიუშაც. ამის შესახებ შარანგია სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ჰყვება და აღნიშნავს, რომ ვირუსი უსიმპტომოდ გადააქვს, რადგან ვაქცინირებულია.

„იმდენჯერ ვიყავი კოვიდ-კონტაქტი და არ დამემართა, ვთვლიდი, რომ გიჟებს კოვიდი არ ეკარება. მაგრამ ახლა მეც მომაკითხა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მარტივად დავემშვიდობებით ერთმანეთს. ვარ ორჯერ აცრილი „ფაიზერის” ვაქცინით და ის, რომ გადამაქვს მსუბუქად და უსიმპტომოდ, ამის დამსახურება მგონია”, – აღნიშნავს შარანგია.

როგორც პიანისტმა განაცხადა, ვირუსი დისგან გადაედო, რომელიც ასევე ორჯერ აცრილია. თათია შარანგია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. მოგვიანებით კი თათია სანდრო შელიას გაჰყვა ცოლად. თათია და სანდრო რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობენ.