„არ გავჩუმდები...“ – თამო ვაშალომიძე დანებებას არ აპირებს

Sputnik
ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში კადრებს აქვეყნებს, სადაც ტანი სხვადასხვა მოწოდებით აქვს მოხატული: „მართეთ პანდემია“, „ვაქცინა გვიცავს“, „დაასრულე პანდემია“ და სხვ.
როგორც მოდელი განმარტავს, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოეწონებათ მისი პოზიცია, გაჩუმებას არ აპირებს, რადგან ვინც საჭიროა, ის თუ ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, მაშინ საზოგადოებისთვის პოპულარული ადამიანები უნდა ეცადონ, მოუწოდონ ადამიანებს, რომ აიცრან და წერტილი დაესვას პანდემიას.

თამო ვაშალომიძის ფოტოს საოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და არაერთი განსხვავებული მოსაზრება მოჰყვა: „ნეტავ, რომელი ქვეყანა ნახე, რომ პანდემია დაემარცხებინათ ვაქცინაციის შემდეგ?!“, „ყოჩაღ, თამო, მაგარი ხარ!“, „ბევრი დაგიწერთ უარყოფით კომენტარს, მაგრამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება და მესიჯია თქვენი აუდიტორიისთვის“ – წერენ „ინსტაგრამზე“.

თავად მოდელმა რამდენიმე დღის წინ „ფაიზერის" პირველი დოზა გაიკეთა და ამის შესახებ „ინსტაგრამზეც" დაწერა. მოდელმა რამდენიმე თვის წინ მეორე შვილი საყვარელი მამაკაცისგან გააჩინა, ის ბიზნესმენ აკა სამხარაძესთან ერთად ცხოვრობს.