დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება

2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებში გასამართლებულთა და ბრალდებულთა ამნისტია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დავის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენს.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი 7 სექტემბერს საშემოდგომო სესიას გახსნის. სხდომის დღის წესრიგშია „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც 20–21 ივნისის მოვლენებს ეხება.
კანონპროექტის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“. მმართველი პარტია აღნიშნული საკითხის განხილვას თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.
თავდაპირველად პარლამენტში დარეგისტრირდა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ორი ვარიანტი – მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული. ეს ორი ვერსია ერთმანეთისგან, უპირველეს ყოვლისა, თავად ამნისტიის პროცესის მიმართ დამოკიდებულებით განსხვავდება.
სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას საარჩევნოდ აპირებს
2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებში გასამართლებულთა და ბრალდებულთა ამნისტია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დავის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენს.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ ამნისტია მხოლოდ აქციის მონაწილეებს უნდა შეეხოს, მმართველმა პარტიამ კი გაიტანა კანონპროექტი, რომლის თანახმად, ამნისტია შეეხება ყველა პირს – როგორც აქციის მონაწილეებს, ისე პოლიციელებს. ამასთან, წარდგენილ ორ კანონპროექტში ძირითად განსხვავებას წარმოადგენდა ბრალდებული ან მსჯავრდებული ამნისტირებულის მხრიდან თანხმობის საკითხი.
აღნიშნული კანონი მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რამდენადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტზე შტურმის ორგანიზების საქმის ფიგურანტია და მას ექვს წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.