თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.965 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 651 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარაა.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 288, აჭარა – 201, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 168, კახეთი – 161, შიდა ქართლი – 150, ქვემო ქართლი – 100, გურია – 82, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.996 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 523.669-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 50 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7.917-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 36.310 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.766 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.930, აჭარაში – 784, იმერეთში – 1.084.
1.559 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 405 პირი, მათგან თბილისში – 242, აჭარაში – 41, იმერეთში – 35. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.152 ადამიანი, მათ შორის 1.048 – თბილისში, 682 – აჭარაში. 27.392 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 97 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 92, ხოლო აჭარაში – 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31.111 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12.133 პირი, აჭარაში – 4.154, იმერეთში – 3.357.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.965-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 567.922-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.