ფოთთან ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტი მიზეზი უცნობია, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ფოთი–გრიგოლეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება Rustavi 2.
წინასწარი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა. მამაკაცი, რომელიც ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.